ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: “თოფურიასთან ვისპარინგე და გამანადგურა“

რამდენიმე საათში მერაბ დვალიშვილი შონ ომალისთან იბრძოლებს და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრის დაუფლებას ეცდება.

იქამდე კი ქართველი მებრძოლი პოდკასტ Pound 4 Pound-ში იმყოფებოდა, სადაც ძირითადი სასაუბრო თემა დივიზიონის შეცვლა და ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბი იყო.

რა თქვა დვალიშვილმა?

„ილია თოფურიასთან ერთხელ ვისპარინგე და გამანადგურა. ის ჩემზე ძლიერია. დივიზიონის შეცვლა? ამ წონაში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ზედა დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლას არ ვაპირებ. ეს არ მოხდება, ამას დაზუსტებით ვამბობ.

ქვემსუბუქ წონაში არიან მებრძოლები, რომლებთანაც შეიძლება ვიბრძოლო, მაგრამ ამ წონაში ტიტულისთვის საბრძოლველად ჯერ მზად არ ვარ. რა თქმა უნდა, ოდესმე შეიძლება ამის დროც დადგეს. სიმართლე გითხრათ, დიეტა, რომ დავიცვა, 125 ფუნტშიც კი შევძლებ ჩასვლას.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან იბრძვის. მან ბოლო 10 ბრძოლა მოიგო და როგორც უკვე მოგახსენეთ, შონ ომალისთან საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

ცნობისთვის, 33 წლის ქართველი ტიტულისთვის 15 სექტემბერს ლას-ვეგასში იბრძოლებს. დაპირისპირება საქართველოს დროით მიახლოებით დილის 08:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი ომალის: იოცნებე - ჯერ არავის დავუნოკაუტებივარ
დვალიშვილი ომალის: იოცნებე - ჯერ არავის დავუნოკაუტებივარ