ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

Corriere dello Sport: ტრავმა დაძლეულია, კვარა შესანიშნავ ფორმაშია

კვირას „ნაპოლი“ სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს და „კალიარის“ ესტუმრება.

„ტრავმა დაძლეულია და კვარა შესანიშნავს ფორმაშია“, - Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში მიღებული კოჭის ტრავმა სრულად მოირჩინა და ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა კვირას გასამართ მატჩზე წერს და კვარას როლს უსვამს ხაზს:

„ხვალ კალიარი ყურადღებას კვარაცხელიას ნიჭზე გაამახვილებს, რომელიც ნაპოლის თვის ფეხბურთელად აღიარეს. მომდევნო სანაკრებო პაუზამდე მის მიმართ დიდი ინტერესია და გუნდიც ბევრს ელის. კონტე მას მოედანზე კრეატივის მართვას ანდობს. კვარა ახალ ტაქტიკაში თავს უკვე კარგად გრძნობს, მისი თამაშის ზოგიერთი დეტალის გაუმჯობესების მიზნით კონტემ ამ გზას მიმართა.

სარდინიელებისთვის ხვიჩა მთავარი საფრთხე იქნება. ჩეხეთთან გატანილი გოლი და გაკეთებული პასები მცველების ყურადღებას მთლიანად მისკენ მიმართავს. ქართველს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „კალიარი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგებს მოუსმინეთ, როგორ უყვართ ბუდუ“ - კარლსრუეს მწვრთნელი
„ქომაგებს მოუსმინეთ, როგორ უყვართ ბუდუ“ - კარლსრუეს მწვრთნელი