მარიო ბალოტელი
Aa
Aa

“ჩემთვის საუკეთესო პროექტს ვეძებ“ - ბალოტელი კლუბის გარეშეა დარჩენილი

ერთო დროს გამორჩეული ტალანტი მარიო ბალოტელი ახლა კლუბის გარეშეა დარჩენილი. იტალიელ თავდამსხმელს გასულ სეზონში ადანა დემირსპორთან კონტრაქტი ამოეწურა და არ გაუხანგრძლივეს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიური მედია წერდა, რომ ბალოტელისთან თანამშრომლობით სერია ბ-ს ბინადარი პალერმო ინტერესდებოდა, თუმცა რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

34 წლის თავდამსხმელი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კლუბის ძიებაშია, რასაც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზეც ადასტურებს. სუპერ მარიომ დაწერა:

„გავიგე, რომ ჩემს შესახებ ბევრი სისულელე დაიწერა. ერთადერთი, რასაც ახლა ვაკეთებ ვარჯიშია. ბევრს ვშრომობ, რათა კარგ ფორმაში ვიყო. ძალიან მალე ჩემს აგენტს დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევ. მსურს მშვიდად ვიყო. რამდენიმე შემოთავაზება მივიღე და ჩემთვის საუკეთესო პროექტს ვეძებ. გაზეთებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ სისულელეების წერა განაგრძონ.“

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი სხვადასხვა დროს მანჩესტერ სიტის, ინტერის, მილანის, ლივერპულის, ნიცას, მარსელის, ბრეშას, მონცას, სიონის და ადანა დემირსპორის ღირსებას იცავდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, თურქული გუნდი მარიოს უკანასკნელი კლუბი იყო, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრილა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინის ნაკრებში შენარჩუნებისთვის - ტედესკო მანჩესტერში მიემგზავრება
დე ბრუინის ნაკრებში შენარჩუნებისთვის - ტედესკო მანჩესტერში მიემგზავრება