ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ - ხვიჩა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად განიხილება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი და კონტრაქტის გახანგრძლივება.

როგორც ჩანს, მხარეებს შორის სიტუაცია ლაგდება და ქართველი ფეხბურთელი სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას ანაზღაურება წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება. პარტენოპეის ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა, რადგან აქამდე ისინი ხვიჩას 5 მილიონს სთავაზობდნენ.

ასევე, ცნობილია, რომ ჯვაროსნების შემტევის ხელშეკრულებაში ჩაიწერება კონკრეტული გამოსასყიდი თანხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მისი გადაბირება რომელიმე კლუბს ენდომება, კონკრეტულ თანხას გადაიხდის და ხვიჩას ნაპოლიში ვეღარავინ დააკავებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ალბანეთთან მატჩის დროს მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, მას სერია ა-ს მორიგ ტურში კალიარის წინააღმდეგ თამაში შეუძლია.

ცნობისთვის, ნაპოლისა და კალიარის დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ: თუ, ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა
ბუდუ: თუ, ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა