თედო აბჟანდაძე
Aa
Aa

აბჟანდაძის ბრწყინვალე მატჩი და ორიაკის გამარჯვება

საფრანგეთის მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს „ორიაკისა“ და „გრენობლის“ მატჩი იწვევდა, სადაც ერთბაშად 9 ქართველმა ითამაშა. შეხვედრა „ორიაკმა“ 42:19 მოიგო.

მასპინძელთა შემადგენლობაში თედო აბჟანდაძემ და გიორგი ქართველიშვილმა ითამაშეს, ცვლილებაზე შევიდნენ ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე და მიხეილ ალანია. სტუმართა შორის სასტარტოში გიორგი ჯავახია და გიორგი კვესელაძე იყო, ცვლილებაზე კი გიორგი მამიაშვილი და გიორგი პერტაია ვიხილეთ.

„ორიაკის“ მხრიდან მოპოვებული 42 ქულიდან 27 ქართველების ანგარიშზეა. ლუკა ნიორაძემ და თედო აბჟანდაძემ თითო ლელო მიითვალეს, თედომ ამ ყველაფერს 4 ზუსტი გარდასახვა და 3 ჯარიმაც დაუმატა. ჯამში კი 22 ქულა გაიფორმა.

„გრენობლის“ მხრიდან ლელოთი თავი 68-ე წუთზე გიორგი პერტაიამ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს შოუმ კარლსრუე გაალიდერა - გერმანული მედიის გამოხმაურებები
ბუდუს შოუმ კარლსრუე გაალიდერა - გერმანული მედიის გამოხმაურებები