ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუ: თუ, ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურში შინ გელზენკირხენის „შალკეს“ 2:0 მოუგო და ეს ქართველი ფორვარდის დუბლის წყალობით გააკეთა.

„Budu! Budu! Budu! - სკანდირებდნენ „კარლსრუეს“ ქომაგები სტადიონზე. არსებული გარემო მხოლოდ იმის დასტური იყო, რომ ადგილობრივ გულშემატკივარს ზივზივაძე ყველაზე მეტად უყვარს.

შეხვედრის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა მატჩის მთავარმა გმირმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელსაც როგორც სჩვევია ხოლმე მოკრძალებული კომენტარი გააკეთა:

„ორივე გოლის მომენტში გამიმართლა. ჩვენ გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა მექანიზმმა. ჩემი მეორე გოლი ფაბიან შლოიზენერის დამსახურება უფრო იყო. პირველი გოლი კი ლამაზი გამოვიდა. ბომბარდირობა? თუ, ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა“.

კრისტიან აიხნერის გაწვრთნილი „კარლსრუე'' შემდეგ მატჩს შინ „მაგდებურგთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 22 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ ბუდუს 5 ტურის შემდეგ 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მინიმუმ 15 გოლს გაიტანს“ - სირაძე ზივზივაძის თამაშზე
„მინიმუმ 15 გოლს გაიტანს“ - სირაძე ზივზივაძის თამაშზე