ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ტრავმა მთლიანად მოიშუშა - მესი ფილადელფიასთან განაცხადში იქნება

2-თვიანი პაუზის შემდეგ, ლიონელ მესი ბრუნდება. ამის შესახებ, ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ განაცხადა.

ფილადელფიასთან მატჩის წინ, არგენტინელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელი სათამაშოდ მზად არის, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს მესი თამაშს, თუ სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი სუპერვარსკვლავი კოპა ამერიკაზე დაშავდა და ტერფის დაზიანება მიიღო, რის გამოც 2 თვე გამოტოვა.

ამ პერიოდის განმავლობაში ინტერ მაიამიმ 14 შეხვედრა გამართა და ლეომ აბსოლუტურად ყველა გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ინტერ მაიამის ბრწყინვალე სეზონი აქვს. დევიდ ბექჰემის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციას 59 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ცინცინატის 8 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში ინტერ მაიამი ფილადელფიას უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 15 სექტემბრით თარიღდება და საქართველოს დროით 03:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რივალდო, კაკა და სხვები | ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია
რივალდო, კაკა და სხვები | ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია