ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე ნიკოლა
Aa
Aa

კვარას შესაჩერებლად - კალიარის მწვრთნელის დილემა

წლევანდელ სეზონში იტალიის სერია A-ში გამართული სამი ტურიდან „ნაპოლიმ“ ორში გაიმარჯვა და მოგებულ მატჩებში კლუბის წარმატების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. აქედან გამომდინარე, პარტენოპეის 23 წლის ქართველ ლიდერს ყველა მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება და გამონაკლისს არც „კალიარის“ დამრიგებელი დავიდე ნიკოლა წარმოადგენს, რომლის შესახებაც Corriere Dello Sport-ზე მცირე, მაგრამ საინტერესო ანალიზი იყო წარმოდგენილი.

როგორ იგეგმება კვარას შეჩერება

ნიკოლას ტაქტიკური მოსაზრება ყოველთვის ასეთია - მცველები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას ნახევარმცველებად ტრანსფორმირდებიან, ყოველთვის უფრო მეტი სარგებლის მომტანნი არიან. ვნახოთ, ამჯერად ის ძაპაზე გააკეთებს აქცენტს, თუ პალომინოს დაეყრდნობა, რომელიც საოცრად გამოცდილი კადრია და კვარაცხელიას პერსონალური მეურვეობისთვის იდეალური ფიგურაა. ფაქტია, რომ „ბოლონიას“ და „პარმას“ მწვრთნელებმა ქართველ ფეხბურთელს განსაკუთრებული ყურადღება რომ არ მიაქციეს, კვარამ გაიბრწყინა და „ნაპოლის“ მოაგებინა.

სტატიის ბოლოში ნათქვამი იყო ისიც, რომ ნიკოლას აბნევს ნეაპოლურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები „კალიარისთან“ ხვიჩას თამაშისა თუ ვერთამაშის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა ტრავმა ალბანელებთან მატჩში მიიღო და მართალია დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ საგანგაშო არაფერი აჩვენა, თუმცა ანტონიო კონტემ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ კვარას კოჭი სტკივა და საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს. „კალიარი“ - „ნაპოლის“ მატჩი კვირას, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
კვარა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა