ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი შემიძლია - ზურიკო ლილთან გამარჯვების შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „სენტ-ეტიენმა’’ „ლილს’’ 1:0 მოუგო. საგოლე პასი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ DAZN-თან ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი: „ძალიან მნიშნელოვანი მოგება იყო, ქომაგებმა გიჟური ატმოსფერო შექმნეს, კარგი თამაში ჩავატარეთ. ჩემი გუნდით ამაყი ვარ, საოცარი პერფორმანსი ვაჩვენეთ,  ასეთი მატჩები კიდევ უნდა მოვიგოთ, დღევანდელი გამარჯვება ინსპირაციად უნდა გამოვიყენოთ და ასე გავაგრძელოთ’’.

ზურიკოს საგოლე პასზეც ჰკითხეს. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ უფრო მეტი შეუძლია, ეს მისი მაქსიმუმი არაა.

დავითაშვილი: „კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, მაგრამ მეტი შემიძლია და ეს უნდა დავამტკიცო. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში თავს უკეთ წარმოვაჩენ’’.

ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, ეს მისი პირველი საგოლე პასია საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატში.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები დღევანდელი მატჩიდან

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის გუნდმა საწყის სამ ტურში გოლი ვერ გაიტანა და ქულაც ვერ მოიპოვა, თუმცა მე-4 ტურში სენსაციურად მოიგო, ფავორიტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები