ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

სუპერ ბუდუ - დუბლი შალკესთან და ლიდერობა ბომბარდირთა დავაში

ბუნდესლიგა 2-ის მე-5 ტურში „კარლსრუემ’’ შინ „შალკეს’’ 2:0 მოუგო. სასიხარულოა რომ ორივე გოლი ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. ამ დუბლის შემდეგ ბუდუ ბომბარდირთა დავას 6 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს. ასევე, ამ მომენტისთვის „კარლსრუე’’ სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზეა.

ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ში 45 მატჩი ჩაატარა, 45-დან მხოლოდ 20 თამაში დაიწყო სასტარტოდან, მის აქტივში 19 გოლია. ასევე, ბუნდესლიგა 2-ში დუბლი მესამედ შეასრულა, გასულ სეზონში ნიურნბერგსა და მაგდებურგს 2-2 გოლი გაუტანა. მის გერმანულ კარიერაში ერთი ჰეთ-თრიქია, მიმდინარე სეზონის საწყის ტურში „ნიურნბერგს’’ სამი გოლი შეუგდო.

პირველ ტაიმში ბუდუს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, ორ შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ დარჩა, ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა, შემდეგ კი საჯარიმოში შეირბინა, უნდა დაერტყა, მაგრამ არ გამოუვიდა. ასევე, პირველ ტაიმში თამაშის წესის დარღვევის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმი ბუდუსთვის არაპროდუქტიულად მიდიოდა, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქის რამდენიმე მცველს აჯობა, მოტრიალდა და შეაგდო.

ბუდუს პირველი გოლი

ამ გოლით ბუდუ ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ზივზივაძემ მეორე ტაიმშის დასაწყისშიც შეაგდო, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან პასამდე ბურთმა მოედნის ფარგლები გადაკვეთა. 

73-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ახლო მანძილიდან შეაგდო და „კარლსრუემ’’ ამ ანგარიშით მოიგო. 

ბუდუს მეორე გოლი

ქართველი თავდამსხმელი 78-ე წუთზე შეცვალეს.

ბუდუმ ამ სეზონის ბუნდესლიგა 2-ის ხუთ თამაშში 6 გოლი გაიტანა. პლუს, 1 საგოლე პასი. ასევე, გერმანიის თასის ერთ მატჩში გოლითა და საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლია, ბრწყინვალე ფორმაშია.

კრისტიან აიხნერის გაწვრთნილი „კარლსრუე'' შემდეგ მატჩს შინ „მაგდებურგთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 22 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ბუდუს გამორჩეული მომენტები შალკესთან

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები