კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: მწვრთნელობა არ მსურს, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან

კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა არ სურს. მისივე თქმით, ამის მიზეზია ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სპორტის მიმართ.

„მწვრთნელობა რთული იქნება, იმიტომ რომ ახალი თაობის მიმართ ენთუზიაზმი არ მაქვს. ეს რთულია, განსაკუთრებით ფეხბურთში.

ისინი ჩვენს გამოცდილებაზე არ სწავლობენ. ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან. ფიქრობენ, რომ ტელეფონებიდან, Tiktok-იდან და Instagram-იდან ყველაფერს ისწავლიან.

მე სხვა რაღაცებზე ვფიქრობ - ბიზნესზე, ეს უფრო მაინტერესებს. ჩემთვის ეს გამოწვევა იქნება - ვისწავლი ისეთ რაღაცებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცი. უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს ბიზნესს“,

- განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა.

39 წლის რონალდუ ამჟამად „ალ ნასრში“ თამაშობს, სადაც ის 2022 წელს გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას - რონალდუ ტენ ჰაგს აკრიტიკებს
„მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას - რონალდუ ტენ ჰაგს აკრიტიკებს