მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია - დვალიშვილი-ომალის ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის

15 სექტემბერს, გამთენიისას, შესაძლოა ქართული MMA-ს ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ისტორია დაიწეროს - მერაბ დვალიშვილს შანსი აქვს გახდეს ილია თოფურიას შემდეგ რიგით მეორე ქართველი, რომელიც UFC-ის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მეტოქესთან ერთად საერთო პრეს კონფერენციის გამართვის შემდეგ, დვალიშვილმა წონა ჩააბარა და შონ ომალისთან სატიტულო ბრძოლისთვის ბოლო მნიშვნელოვანი პროცედურა გაიარა.

33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამ ორგანიზაციაში ზედიზედ ათი ბრძოლა მოიგო. 29 წლის ომალიმ კი საჩემპიონო ქამარი პირველად 2023 წელს, მერაბის თანაგუნდელისა და მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შედეგად მოიპოვა, რომელიც მეორე რაუნდში ტექნიკურ ნოკაუტში გაგზავნა.

დვალიშვილი თვეების განმავლობაში ემზადებოდა მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის და როგორც მისმა მწვრთნელმა მაიკ ვუდიმ აღნიშნა, ომალისთან მერაბის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ხაბიბის მსგავსია, საოცარი ტემპი აქვს და სულ წინ მიდის“ - ადესანიას პროგნოზი
„მერაბი ხაბიბის მსგავსია, საოცარი ტემპი აქვს და სულ წინ მიდის“ - ადესანიას პროგნოზი