ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ვნახეთ მისი გოლები, ფანტასტიკურ დონეზეა“ - ლევანტეს თავკაცი ქოჩორაზე

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ „ელდენსეს“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილზეც ისაუბრა.

რა თქვა კალერომ ქოჩორაზე:

„მე მაქვს ძალიან დეტალური მოხსენება [ქოჩორაშვილის შესახებ], რამდენი კილომეტრი იფრინა, რამდენი წუთი ითამაშა. ქოჩორა ძალიან კარგ, ფანტასტიკურ დონეზეა და მზადაა სათამაშოდ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.

ვფიქრობ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ჩემპიონატი კონკურენტუნარიანი იყოს, ასეთი ლეგიონერების ყოლა აუცილებელია. გიორგი ძალიან ფოკუსირებული და შრომისმოყვარე ბიჭია. ვნახეთ მისი გოლები. რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვისიამოვნოთ მისი თამაშით და კლუბში ყოფნით, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ორ ტურში ქოჩორაშვილმა ორი გოლი გაიტანა. ალბანეთის კარში მისი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც „ლევანტეს“ ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო UEFA-მ მისი გოლი ტურის საუკეთესოებს შორის შეიყვანა.

ლა ლიგა 2-ში მომდევნო მატჩს „ლევანტე“ 14 სექტემბერს შინ „ელდენსეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
WhoScored-მა ქოჩორა ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურში შეიყვანა
WhoScored-მა ქოჩორა ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურში შეიყვანა