გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„დაღლილია, თუმცა გვჭირდება“ - ქლევერლი ჩაკვეტაძეს ვერ დაასვენებს

წარმატებული სანაკრებო მატჩების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან. ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0) მოგებულ შეხვედრებში „ჯვაროსნების“ რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ გიორგი ჩაკვეტაძე, რაც „ქოვენთრისთან“ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიეცემა თუ არა მომქანცველი სანაკრებო დაპირისპირებებისა და მგზავრობის შემდეგ, ქართველ ლეგიონერს დასვენების საშუალება, მოკლე, მაგრამ კონკრეტული პასუხი გასცა.

ტომ ქლევერლი

სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებ გუნდებში გამგზავრებული „უოტფორდის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი სათამაშო წუთები გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გადაღლილია. თუმცა, თავადაც ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რომ გიოს ახლა ისეთი წარმატებული პერიოდი უდგას, მისი თადარიგში დატოვება გადაღლილობის მიზეზით სრული აბსურდი იქნება. თანაც, პრემიერ ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ჩაკვეს დახმარება ძალიან გვჭირდება.

ოთხ ტურში დაგროვებული ცხრა ქულით „უოტფორდი“ მესამე ადგილზეა და მხოლოდ „სანდერლენდსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ ჩამორჩება. ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები „ქოვენთრის“ „ვიკარეიჯ როუდზე“ ხვალ უმასპინძლებენ და თამაში თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვების შემოქმედები - ჩაკვე-კვარას დუეტი გამოარჩიეს
გამარჯვების შემოქმედები - ჩაკვე-კვარას დუეტი გამოარჩიეს