გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

სლოტი კონკურენციას მიესალმება - პასუხი მამარდათი უკმაყოფილო კელეჰერს

რამდენიმე დღის წინ ინგლისურ პრესაში გამოქვეყნდა „ლივერპულის“ ირლანდიელი მეკარის, კაოიმჰინ კელეჰერის ინტერვიუ, სადაც ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას მერსისაიდული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკისა და მისი მდგომარეობის გამო, რადგან ის თვლის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მზად არის და გიორგი მამარდაშვილის სახით კიდევ ერთი გოლკიპერის დამატება სრულიად არასაჭირო იყო.

კელეჰერის მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება „წითლების“ მთავარ მწვრთნელს სთხოვეს და არნე სლოტი ამ ყველაფერს საკმაოდ მშვიდად შეხვდა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სრულიად ნორმალურია, როდესაც ესა თუ ის მოთამაშე თადარიგში ჯდომით უკმაყოფილოა და საგანგაშო ის იქნებოდა, პირიქით რომ ხდებოდეს. სლოტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჯერჯერობით ალისონ ბეკერი კლუბში ნომერ პირველი მეკარის სტატუსს ინარჩუნებს, რა იქნება მომავალში კი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულმა“ „ვალენსიადან“ 29 მილიონად გამოისყიდა, თუმცა საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე „ღამურებში“ იჯარის წესით კიდევ ერთი სეზონი დარჩება და ინგლისის პრემიერლიგის გრანდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია“ - მამარდაშვილი ალბანეთთან მატჩამდე
„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია“ - მამარდაშვილი ალბანეთთან მატჩამდე