„მოტოციკლის ჩაფხუტი სჭირდება“, - თოფურია ჰოლოუეის აფრთხილებს
მალე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.
„ელ მატადორმა“ დაგეგმილ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ის საუკეთესო ფორმაშია.
„დამიჯერეთ, სხვის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. ძალიან, ძალიან ბევრს ვემზადებოდი და ჩემს წონით კატეგორიაში ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ჩემს ოპონენტებს კარგი მოტოციკლის ჩაფხუტი სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ იქნება“, - თქვა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.
თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.