ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

კრაკოვიას მწვრთნელმა კაკაბაძე შეაქო | „ოთო ძლიერი მცველია...“

პოლონური „კრაკოვიას“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ კროჩეკმა „პოგონის“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „კრაკოვიას“ კაპიტანს, საქართველოს ნაკრების განაპირა მცველს, ოთარ კაკაბაძეს ეხებოდა.

რა თქვა კროჩეკმა კაკაბაძეზე:

„კაკაბაძე ძლიერი მცველია - არ მეშინია, რომ ის [„პოგონის“ კაპიტან] კამილ გროსიცკის ვერ გაუმკლავდება. ამის თქმა ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნაკრების წევრზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშა“.

36 წლის კამილ გროსიცკი „პოგონის“ კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

პოლონური ექსტრაკლასას მერვე ტურში „კრაკოვია“ „პოგონს“ მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. 7 ტურის შემდეგ კაკაბაძის გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებიდან ყველაზე დაღლილი დაბრუნდა“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
„ნაკრებიდან ყველაზე დაღლილი დაბრუნდა“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე