ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კოჭი აწუხებდა, ვნახოთ...“ | რა თქვა კონტემ კვარაზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „კალიარის“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეხებოდა.

რა თქვა კონტემ:

„ფეხბურთელები ნაკრებებიდან კარგ კონდიციებში დაბრუნდნენ. რაც შეეხება კვარას, მას კოჭი აწუხებდა, ვნახოთ... მას ორი ვარჯიშის განმავლობაში დავაკვირდებით“.

„ველოდები, რომ გუნდი გააგრძელებს როგორც შედეგიან, ისე სანახაობრივი თამაშს. ასევე ველოდები, რომ ახალწვეულები რაც შეიძლება სწრაფად გაივლიან ადაპტაციას.

ლუკაკუმ სანაკრებო პაუზა გამოიყენა, რათა ფიზიკურად და ტაქტიკურად მომზადებულიყო. ის დასვენების დღეებშიც ვარჯიშობდა. ის ყველა მიმართულებით უფრო კარგად გრძნობს თავს. კიდევ ორი ვარჯიში დაგვრჩა და შემდეგ გადავწყვეტ, გამოვა თუ არა ის ძირითადში“.

სერია ა-ს მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „კალიარის“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სამი ტურის შემდეგ „პარტენოპეი“ 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EA Sports FC 25 | ცნობილია, რამდენია კვარაცხელიას რეიტინგი
EA Sports FC 25 | ცნობილია, რამდენია კვარაცხელიას რეიტინგი