კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ მედიაციაზე უარი თქვა | პსჟ მზადაა, სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს

„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს, მას შემდეგ რაც კლუბის ექსფეხბურთელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) მხრიდან მედიაციაზე უარი თქვა.

პარიზულ კლუბში განმარტავენ, რომ დაეთანხმნენ LFP-ს შეთავაზებას, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელფასთან დაკავშირებული დავა მედიაციის გზით მოგვარებულიყო, თუმცა „ლურჯების“ კაპიტანმა მედიაციაზე უარი თქვა.

ფრანგული მედიის ცნობით, 25 წლის ფორვარდი კლუბისგან დაახლოებით 55 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.

„კომისიამ მოისმინა მხარეების არგუმენტები და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა და კლუბმა მედიაციის გზით კომპრომისი უნდა მოძებნონ. კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, ფეხბურთელმა მედიაციაზე უარი თქვა“, - აღნიშნავენ პარიზულ კლუბში.

რა თანხას ითხოვს მბაპე:

გამოცემა Le Monde-ი წერს, რომ 36 მილიონი ევრო წარმოადგენს ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებულ ბონუსს, რომელიც მბაპეს თებერვალში უნდა მიეღო, ხოლო დანარჩენი თანხა ასევე შედგება კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსებისგან, რომლებიც კილიანს პსჟ-სგან აპრილში, მაისსა და ივნისში უნდა მიეღო.

რას ამბობს პსჟ:

პარიზული კლუბის მტკიცებით, ფეხბურთელმა ბონუსის ნაწილზე უარი თავად თქვა, რაც მისი მხრიდან კეთილი ნების ჟესტი იყო, ვინაიდან კილიანი კლუბს უფასოდ ტოვებდა.

მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პარიზული კლუბის მაისურით კილიანმა 308 შეხვედრაში 256 გოლი გაიტანა, ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მიმდინარე წლის ზაფხულში კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „რეალს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამს ღიად დაუპირისპირდა - კილიან მბაპე წყობიდან გამოიყვანეს
დეშამს ღიად დაუპირისპირდა - კილიან მბაპე წყობიდან გამოიყვანეს