ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ის უნივერსალური ნახევარმცველია“ – Guardian-მა კიტე გამოარჩია

ბრიტანულმა Guardian-მა ნაკლებად ცნობილი 8 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ყურებაც ჩემპიონთა ლიგაზე ღირს.

მათ შორის ერთ-ერთია ეროვნული ნაკრებისა და „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი. გამოცემამ კიტეს „უნივერსალური ნახევარმცველი“ უწოდა.

„კიტეიშვილი მოედანზე ყველგან არის, კომბინირებულად თამაშობს და ბურთის გარეშეც დაუღალავად შრომობს. „შტურმის“ ფანები მას აღმერთებენ და ზეიმობდნენ, როდესაც მან ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, ნაცვლად იმისა, რომ დიდი ხელფასის სანაცვლოდ, კატარში წასულიყო“ - წერს Guardian-ი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ერთი ვერსიით უკვე დაასახელეს და ახლა შანსი აქვს კიდევ ერთი აღიარება მოიპოვოს. ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია გამოკითხვას ბოლო კვირების განმავლობაში აწარმოებს და წლის მთავარი პრიზის მიღების სამი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი „შტურმის“ ქართველი ლიდერიცაა.

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის კიტეიშვილის კონკურენტები მისი თანაგუნდელები, სლოვენიელი იონ გორენშ სტანკოვიჩი და ავსტრიელი ალექსანდრ პრაასი იქნებიან, რომელიც გასულ ზაფხულს გრაცის გუნდიდან „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

ცნობისათვის, ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში „ზალცბურგის“ 10-წლიანი ჰეგემონიის დასრულებაში დაეხმარა და მისმა გუნდმა პირველობის ოქროს მედლები 25-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვის შეცვლის სანიოლი? - ვინგბექის პოზიცია და დაუფასებელი კიტეიშვილი
ვის შეცვლის სანიოლი? - ვინგბექის პოზიცია და დაუფასებელი კიტეიშვილი