კვარა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. გამოკითხვა „პარტენოპეის“ სოციალური ქსელების გვერდებზე მიმდინარეობდა და ნეაპოლელმა ქომაგებმა „კვარა“ გამოარჩიეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია ა-ს მორიგ მატჩს 15 სექტემბერს, კალიარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-დან დაიწყება.