თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრები დატოვა

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას თავად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, რომელმაც ორგანიზაციის პრეზიდენტის, გეორგიოს კუმას წერილი გამოაქვეყნა.

„შეხვედრაზე გავცვალეთ შეხედულებები ჩვენი ნაკრების ბოლო 2 მატჩზე და მანამდე გამართულ შეხვედრებზე. ბატონმა ქეცბაიამ თქვა, რომ შესაძლოა ნაკრებს რადიკალური ცვლილებები სჭირდება.

ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ნაკრებისთვის ამ რთულ მომენტში, ის ავლენდა პროფესიონალიზმს, სერიოზულობასა და სიყვარულს, როგორც ნაკრების, ისე ზოგადად ფეხბურთის მიმართ. ვინც მას იცნობს, კარგად იცის საქმისადმი მისი დამოკიდებულება, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ბატონმა ქეცბაიამ და ვერც ფედერაციამ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგებს. ჩვენ მას მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებას“, - ნათქვამია ფედერაციის პრეზიდენტის წერილში.

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი საკუთარ მოედანზე კოსოვოს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დამარცხდა.

2 ტურის შემდეგ, კვიპროსის ნაკრებს ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფში 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილით ლა ლიგის გუნდი დაინტერესდა
ქოჩორაშვილით ლა ლიგის გუნდი დაინტერესდა