მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ვიცი, რომ მისი ცემა შემიძლია“ - დვალიშვილი ომალიზე

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ რაღაც 1 დღე დარჩა. მოწინააღმდეგეებმა ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც „მანქანამ“ თავის განწყობასა და მოლოდინებზე ილაპარაკა.

დვალიშვილი მოგებაში დარწმუნებულია.

„ოცნებები სრულდება, მე ქამრისთვის ვიბრძვი და ომალის ვხვდები. მე მინდოდა მასთან ჩხუბი, რადგან მას ადამიანების დანოკაუტება შეუძლია. მე ყოველთვის ტოპ ბრძოლა მინდა. მე ჩემს თავს გამოვიწვევ და ვიცი, რომ შემიძლია. ვიცი, რომ ამ ბიჭის ცემა შემიძლია. ძალიან ბევრს ვშრომობ და ამას დავამტკიცებ“, - თქვა დვალიშვილმა.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.

„მანქანა“ ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანქანა“ თუ „შუგა“? - ვის მოგებას პროგნოზირებს ილია თოფურიას მეტოქე
„მანქანა“ თუ „შუგა“? - ვის მოგებას პროგნოზირებს ილია თოფურიას მეტოქე