მერაბ დვალიშვილი, მაქს ჰოლოუეი, შონ ომალი
Aa
Aa

„მანქანა“ თუ „შუგა“? - ვის მოგებას პროგნოზირებს ილია თოფურიას მეტოქე

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ილია თოფურიას მეტოქე, მაქს ჰოლოუეი ფიქრობს, რომ შონ ომალი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს და ჩემპიონის ქამარს დაიცავს. ამის შესახებ მან თავის იუთუბ-არხზე ილაპარაკა.

რა თქვა ჰოლოუეიმ:

„მერაბს არაჩვეულებრივი კარდიო და პრესინგი აქვს, ის არაჩვეულებრივი მებრძოლია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, რომელიც ბევრჯერ ვნახეთ: მას იჭერენ“.

„მსუბუქ დივიზიონში არის ერთი ბიჭი, რომელმაც არ უნდა დაგიჭიროს და ეს შონია. ბევრი მას დასცინის, ამბობენ, რომ ის გამხდარია, თმას იღებავს და ა.შ. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ამ ბიჭმა ჩხუბი იცის, მას დანოკაუტება შეუძლია“.

„ვფიქრობ, ამ ბრძოლაში შონი გაიმარჯვებს. არავითარი უპატივცემლობა მერაბის მიმართ, ის ძალიან კარგია, მაგრამ თუ შენ შეცდომას დაუშვებ და შონი დაგიჭერს, ის დაგამარცხებს, სულ ესაა“.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.

„მანქანა“ ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.

რაც შეეხება თავად ჰოლოუეის, ის ილია თოფურიასთვის ჩემპიონის ქამრის წართმევას, 27 ოქტომბერს, აბუ-დაბიში შეეცდება. „ელ მატადორისა“ და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალისთან მერაბის საუკეთესო ვერსიას იხილავთ“ - დვალიშვილის მწვრთნელი
„ომალისთან მერაბის საუკეთესო ვერსიას იხილავთ“ - დვალიშვილის მწვრთნელი