ბარსელონა, ლამინე იამალი
Aa
Aa

„მინდა, სულ ბარსელონაში ვითამაშო“ – რაზე ოცნებობს იამალი

ლამინე იამალს სურს, რომ კარიერის ბოლომდე, „ბარსელონაში“ ითამაშოს. ამის შესახებ ესპანურ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.

Transfermarkt-ზე 17 წლის ვარსკვლავის ღირებულება 120 მილიონი ევროა. მას ჰკითხეს, დატოვებს თუ არა ამ თანხის სანაცვლოდ კლუბს, რაზეც იამალმა უპასუხა:

„არა, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ბარსელონას“ დატოვება მომიწევს და მე არ მინდა ამ კლუბის დატოვება - მე მინდა აქ ლეგენდა გავხდე“.

ლიონელ მესისთან მსგავსებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი, მან თქვა: „მომწონს, როცა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს მადარებენ, მაგრამ მე - მე მინდა ვიყო. მესის დონის მიღწევა შეუძლებელია“.

ლამინე იამალი ზაფხულში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. „ბარსელონას“ მაისურით მას 55 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
France Football-მა წლის ნომინანტები დაასახელა
France Football-მა წლის ნომინანტები დაასახელა