დვალიშვილი ომალის: იოცნებე - ჯერ არავის დავუნოკაუტებივარ
უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება UFC-ის საჩემპიონო ბრძოლამდე, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდება.
მნიშვნელოვან ორთაბრძოლამდე, ოპონენტებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთმანეთის დამარცხება ამ ეტაპზე სიტყვიერად სცადეს.
ჟურნალისტმა ომალის ჰკითხა, კვლავ სურს თუ არა გამართოს ბრძოლა ჯერვონტა დევისთან, რაზეც მან უპასუხა:
„კი, ეს ჩემს გამოსვლაზეა დამოკიდებული. ჯერ ეს ბიჭი უნდა გავთიშო ხელებით. თუ ამას კიდევ რამდენჯერმე ვიზამ, ეს ბრძოლა გარდაუვალია“.
„მანქანამ“ ეს კომენტარი ვერ მოითმინა და „შუგას“ სიტყვა შეაწყვეტინა: „იოცნებე - ჯერ არავის დავუნოკაუტებივარ, არავის! შენ „ჩიტო“ ვერა ვერ დაანოკაუტე“.
„ალჯოც არ დამიკონაუტებია, არა?“, - შეაწყვეტინა ომალიმ, რაზეც მერაბმა უთხრა: „ეს ადრე იყო, შენ გაგიმართლა. ჩემთან სცადე იგივე!“.
View this post on Instagram
View this post on Instagram
სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.
„მანქანა“ ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.