სპეცია დატოვა - ივა გელაშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების მცველი, ივა გელაშვილი კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „იბერია 1999“-ში გააგრძელებს. ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა უკვე დაადასტურა.
23 წლის მცველი ამ დრომდე ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და ბოლო 1 წლის განმავლობაში იჯარის წესით იტალიურ „სპეციაში“ ირიცხებოდა, თუმცა, როგორც იწერება გელაშვილმა სერია B-ში დარჩენა არ ისურვა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ცნობისთვის, ივა გელაშვილმა „სპეციას“ შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც შეძლო.