ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

EA Sports FC 25 | ცნობილია, რამდენია კვარაცხელიას რეიტინგი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ცნობილი სპორტული სიმულატორის, EA Sports FC 2025 წლის გამოშვების რეიტინგების საუკეთესო ასეული გახდა ცნობილი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც გვხვდება.

თამაშის შემქმნელების გადაწყვეტილებით, ხვიჩას რეიტინგი 85-ით განესაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. EA Sports FC 24-ში ხვიჩას საერთო რეიტინგი 86 იყო. ამასთან, FC 25-ში Skill Moves-ი და Weak Foot-ი ხვიჩას კვლავ 5-5 ვარსკვლავზე ექნება.

ამ დროისთვის, სიმულატორის ახალ ვერსიაში მხოლოდ 3 ქართველი ფეხბურთელის რეიტინგია ცნობილი: ხვიჩა კვარაცხელია - 85, გიორგი მამარდაშვილი - 85 და გიორგი გოჩოლეიშვილი - 69.

წინასწარ შეძენის შემთხვევაში, თამაშის ოფიციალური ვერსია მომხმარებლებისთვის 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, ოფიციალურად კი ყველა პლატფორმაზე 27 სექტემბრიდან დაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები