მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„ომალისთან მერაბის საუკეთესო ვერსიას იხილავთ“ - დვალიშვილის მწვრთნელი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა Anatomy of a Fighter-თან ინტერვიუს დროს ქართველი „მანქანას“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შონ ომალის წინააღმდეგ მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რას ამბობს ვუდი:

„მერაბი ბრძოლებს ქაოსით აკონტროლებს და აქამდე სწორედ ამით მოვიდა. ის შონს თავისი ქაოსის გამო შეებრძოლება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაზეც ვმუშაობთ, არის ის, რომ ვისწავლოთ როგორ გავხადოთ ეს ქაოსი უფრო ტექნიკური და კონტროლირებადი“.

„მჯერა, რომ 15 სექტემბერს ყველა ნახავთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბიჭი, მერაბი გალიას ხელაწეული დატოვებს. ეს სწორედ იმ სამუშაოს გამო მოხდება, რომელიც მან აქამდე მოსასვლელად ჩაატარა. ამის იმ დღიდან მჯერა, როდესაც ის ჩვენთან პირველად მოვიდა, ის უბრალოდ შეშლილი იყო... მერაბმა ბრძოლისთვის ბრწყინვალე საწვრთნელი შეკრება გაიარა და სწორედ ეს შექმნის განსხვავებას. მთელი ბრძოლის განმავლობაში თქვენ ახალ და გაუმჯობესებულ მერაბს იხილავთ“.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილს შორის 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 03:30 საათიდან UFC 306-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია
მერაბ დვალიშვილი: ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია