„მერაბი ხაბიბის მსგავსია, საოცარი ტემპი აქვს და სულ წინ მიდის“ - ადესანიას პროგნოზი
UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა და საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ საკუთარ იუთუბ-არხზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ადესანია:
„როდესაც ომალისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბი იყო, ალჯომ მისი მიწაზე გადაყვანა ვერ შეძლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი შეძლებს მის გადაყვანას. თუმცა, ალბათ, შონი მაინც დაბრუნდება ფეხზე... თუ მერაბი ამ სცენარს არ მიმართავს, მას ძალიან გაუჭირდება. ნამდვილად არ ვისურვებდი შონის წინააღმდეგ ფეხზე დგომას. ვფიქრობ, თუ ასე იქნება, შონი ამ ბრძოლას მალე დაასრულებს. თუ მერაბი მას ფეხების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, მალე გატყდება“.
„ზოგადად, ჩხუბებს სტილები აწყობენ. მერაბის სტილი კი ალჯოს არ ჰგავს. როდესაც ერთად ვივარჯიშეთ, მას განსხვავებული ტემპი ჰქონდა, განსხვავებული ენერგია და ყოველთვის წინ მიდის. ამიტომ, შონს ძირითადად უკნიდან და კონტრდარტყმების გამოყენება მოუწევს. ასევე, განსხვავდება კარდიოც. აქამდე, შონს დაღლილობა არ უგრძნია, ვნახე მისი ჩხუბები მეოთხე და მეხუთე რაუნდებში და მას ნამდვილად შეუძლია ჩხუბი, ის სუფთად გამოიყურებოდა. მაგრამ მერაბთან განსხვავებული სიტუაცია იქნება, რადგან ის ხაბიბის მსგავსია“.
„მერაბი დათვივითაა, სულ ცდილობს მეტოქის შეჭმას, შონი კი ხვრელებს ეძებს და იმ ხვრელებს უტევს. მერაბი აუცილებლად ეცდება მის წაქცევას როგორც ჩვეულებრივი, ისე სანახაობრივი ჭიდაობით. თუ ის მის წაქცევას შეძლებს, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც შონი დაიღლება. მას არ შეუძლია მერაბის ტემპს მთელი ბრძოლის განმავლობაში გაუძლოს... არ შეუძლია გაუმკლავდეს მის ჭიდაობას და ვერ შეძლებს სხეულის ბალანსის შენარჩუნებას. ჩემი პროგნოზი ასეთია: ვფიქრობ, რომ შონი ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“.
შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 03:30 საათიდან გაიმართება.