ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას“ - კვარას მიმართვა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სექტემბრის სანაკრებო თამაშებს აფასებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

რას წერს ხვიჩა:

„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია“.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“.

საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ერთა ლიგის ორი შეხვედრა გამართა. 7 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და ამ შემთხვევაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ძლიერია, მაგრამ ერთ დონეზე ვართ“ - ალბანელი ფეხბურთელის შეფასება
„საქართველო ძლიერია, მაგრამ ერთ დონეზე ვართ“ - ალბანელი ფეხბურთელის შეფასება