გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, ვინჩენცო ვივარინი
Aa
Aa

„ნაკრებიდან ყველაზე დაღლილი დაბრუნდა“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ შეკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და გიორგი კვერნაძესაც შეეხო. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაღლილი კვერნაძე იყო.

რას ამბობს ვივარინი:

„სანაკრებო შეკრებაზე 10-მდე ფეხბურთელი გვყავდა გაშვებული. ახლა ყველა მათგანი მწყობრშია და მომავალი მატჩისთვის ემზადება. ფეხბურთელებიდან ყველაზე დაღლილი გიორგი კვერნაძე იყო. მას დამატებით ერთი დღე მივეცით დასასვენებლად. ახლა თავს კარგად გრძნობს და დღესაც ივარჯიშა. ყველა მათგანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, შაბათისთვის მზად იქნება“.

ცნობისთვის, გიორგი კვერნაძემ სექტემბრის ფანჯარაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ორი მატჩი ჩაატარა - 5 სექტემბერს, ბათუმში მოლდოვას წინააღმდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა 3:0 მოიგო და ამ მატჩში კვერნაძემ გაიტანა, შემდეგ კი სტუმრად ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებთან, რომელშიც რამაზ სვანაძის გუნდი 1:3 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

რაც შეეხება „ფროზინონეში“ არსებულ სიტუაციას, მიმდინარე სეზონში კვერნაძე იტალიური გუნდის შემადგენლობაში ხუთჯერ გამოჩნდა, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი გუნდი შაბათს, სერია B-ს მორიგ ტურში „ბრეშას“ ეთამაშება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სპინაცოლა კვარაზე: მას შეუძლია ერთი თამაშით მოედანი ყველასთვის გახსნას
სპინაცოლა კვარაზე: მას შეუძლია ერთი თამაშით მოედანი ყველასთვის გახსნას