გიორგი მამარდაშვილი, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

FC 25: ცნობილია, რამდენი იქნება მამარდაშვილის რეიტინგი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ცნობილი სპორტული სიმულატორის, EA Sports FC 2025 წლის გამოშვების რეიტინგები გახდა ცნობილი, რომელიც მხოლოდ ესპანეთის La Liga-ს ფეხბურთელებს მოიცავს.

თამაშის შემქმნელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების 25-კაციანი სია გაავრცელეს, რომლებსაც თამაშის ახალ ვერსიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

სასიამოვნოა, რომ საუკეთესო 25 ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელსაც სიმულატორში რეიტინგი 85-ით განესაზღვრა. თამაშის ძველ ვერსიაში, ანუ EA Sports FC 24-ში მამარდაშვილის რეიტინგი 80 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის შემქმნელებმა ქართველი მეკარის რეიტინგი 5-ით გაზარდეს.

რეიტინგის სრული სია კი ასეთია:

  1. კილიან მბაპე (რეალი) - 91.
  2. ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 90.
  3. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) - 90.
  4. ტიბო კურტუა (რეალი) - 89.
  5. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) - 89.
  6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - 88.
  7. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) - 88.
  8. ანტონიო რუდიგერი (რეალი) - 88.
  9. ანუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 88.
  10. იან ობლაკი (ატლეტიკო) - 88.
  11. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) - 87.
  12. როდრიგო (რეალი) - 86.
  13. ლუკა მოდრიჩი (რეალი) - 86.
  14. დანი კარვახალი (რეალი) - 86.
  15. პედრი (ბარსელონა) - 86.
  16. უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო) - 86.
  17. ედერ მილიტაო (რეალი) - 85.
  18. ჟულ კუნდე (ბარსელონა) - 85.
  19. აურელინ ჩუამენი (რეალი) - 85.
  20. ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო) - 85.
  21. დავიდ ალაბა (რეალი) - 85.
  22. რონალდ არაუხო (ბარსელონა) - 85.
  23. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 85.
  24. იაგო ასპასი - (ვიგოს სელტა)84.
  25. ალექს რემირო (რეალ სოსიედადი)- 84.

EA Sports-ი დანარჩენი ფეხბურთელების რეიტინგებსაც პერიოდულად, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს, თამაშის ოფიციალური ვერსია კი ყველა პლატფორმაზე 20 სექტემბრიდან გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰიმნზე სტვენა ლამაზი არ იყო“ - ფეხბურთელების კომენტარები
„ჰიმნზე სტვენა ლამაზი არ იყო“ - ფეხბურთელების კომენტარები