ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგა იწყება. წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება და მასში 32-ის ნაცვლად 36 გუნდი მონაწილეობს.
ამასთან, ჯგუფური ეტაპი „ლიგის ეტაპით“ შეიცვალა - ყველა გუნდი ერთ სატურნირო ცხრილში გაერთიანდება.
Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ამ სეზონზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს. ალბათობა იმისა, რომ ჩემპიონი პეპ გუარდიოლას გუნდი გახდება, 25,3%-ს შეადგენს.
რეიტინგში მეორე ადგილს (18,2%) მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ იკავებს, მესამეზე კი „ინტერია“, რომელსაც 10,9% აქვს.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „არსენალი“, „ლევერკუზენი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“, მიუნხენის „ბაიერნი“, პსჟ და „ლაიფციგი“.
ჩემპიონთა ლიგის ეტაპის გახსნითი მატჩები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართება.