როდრიგო ბენტანკური, ჰონგ-მინ სონი
Aa
Aa

როდრიგო ბენტანკური რასიზმში დაადანაშაულეს. რა ემუქრება ფეხბურთელს

ფეხბურთის ასოციაციამ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი, როდრიგო ბენტანკური, მისი თანაგუნდელის, ჰონგ-მინ სონის მიმართ გაკეთებული გამონათქვამის გამო, რასიზმში დაადანაშაულა.

ივნისში ურუგვაელი ფეხბურთელი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იყო სტუმრად, როდესაც წამყვანმა მას სონის მაისური სთოვა, რაზეც ბენტანკურმა უპასუხა: „სონი? მისი ბიძაშვილის მაისურიც შეიძლება, რადგან ისინი ყველანი ერთმანეთს ჰგვანან“.

მოგვიანებით ბენტანკურმა ინსტაგრამზე ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ „ეს ძალიან ცუდი ხუმრობა იყო“.

ამ ფაქტის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო და ის ერთ-ერთი წესდების დარღვევაში დაადანაშაულა, რაც 6-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

როგორც BBC წერს, როდრიგო ბენტანკურს ბრალდებაზე პასუხის გასაცემად, დრო 19 სექტემბრამდე აქვს.

თავად სონმა ივნისში თქვა, რომ ბენტანკურმა მას ბოდიში მოუხადა. „მე მას ველაპარაკე. მან შეცდომა დაუშვა, ეს იცის და ბოდიშიც მომიხადა“, - განაცხადა სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, 2030 წელს ჩემპიონატი ესპანეთში აღარ უნდა ჩატარდეს | ვინისიუსი რასიზმზე
თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, 2030 წელს ჩემპიონატი ესპანეთში აღარ უნდა ჩატარდეს | ვინისიუსი რასიზმზე