კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალი პარი სენ-ჟერმენი არ არის - რონალდუმ მბაპეს მიმართა

5 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მისთვის ახალი კლუბის შემადგენლობაში სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ არა კილიან მბაპესთვის, რომელსაც ბოლო წლებში ნაჩვენები საოცრად მაღალი ხარისხის თამაშის ფონზე, თამასა იმდენად მაღლა აქვს აწეული, რომ გოლის გარეშე რომელიმე შეხვედრაშიც რომ დატოვოს მოედანი, მას სერიოზულად აკრიტიკებენ. „რეალის“ ფრანგ ახალწვეულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ამ კლუბის პორტუგალიელ ლეგენდას სთხოვეს.

კრიშტიანუ რონალდუ

შთამბეჭდავად არა, მაგრამ კილიან მბაპეს მადრიდული კარიერა ნორმალურად დაიწყო. ვიცი, რომ მას ბევრი აკრიტიკებს და ეს გასაგებიცაა. რაც უფრო მალე მიხვდება კილიანი რომ „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენი“ არ არის და სამეფო კლუბში სულ სხვა მოთხოვნებია, მისთვისვე იქნება უმჯობესი. ყველაფრის მიუხედავად, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მბაპეს მადრიდული კარიერა შედგება და ის ამ კლუბის ლეგენდა გახდება.

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 2009-2018 წლებში გამოდიოდა და 438 შეხვედრაში თავი 450 გოლით გამოიჩინა. მან ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ (2012, 2017), სამეფო თასი 2-ჯერ (2011, 2014), ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ (2012, 2017), ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ (2014, 2016, 2017, 2018), ევროპის სუპერ თასი 2-ჯერ (2014, 2017) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ (2014, 2016, 2017) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას - რონალდუ ტენ ჰაგს აკრიტიკებს
„მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას - რონალდუ ტენ ჰაგს აკრიტიკებს