გიორგი მიქაუტაძე, ადელ შედლი
Aa
Aa

„მეტი მოთმინება და მხარდაჭერა გამოიჩინეთ“ - შედლიმ ლიონის ფანებს მიმართა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და „სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ადელ შედლიმ „ლიონის“ გულშემატკივრებს მიმართა და გიორგი მიქაუტაძე დაიცვა. შედლიმ „ლიონის“ ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი გოლების გატანას მალე დაიწყებს.

რას წერს შედლი:

„ის ძალიან კარგი ბავშვია, მშრომელი და ძალიან ძლიერი. მას გარკვეული დრო უნდა მისცეთ და უპირველეს ყოვლისა, უნდა გაამხნეოთ და პოზიტიურად მოეპყროთ. თუ გინდათ, რომ კლუბისთვის კარგი შედეგები ჰქონდეს, მაშინ მის მიმართ პოზიტიურები უნდა იყოთ“.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა, ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა პირველად მიმდინარე სეზონში მიეცა, როდესაც „ლიონმა“ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მიქაუტაძემ მშობლიური გუნდის შემადგენლობაში 3 თამაში ჩაატარა, თუმცა, ჯერჯერობით, გოლის გატანა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰიმნზე სტვენა ლამაზი არ იყო“ - ფეხბურთელების კომენტარები
„ჰიმნზე სტვენა ლამაზი არ იყო“ - ფეხბურთელების კომენტარები