ტონი კროოსი საფეხბურთო კლუბს ქმნის
მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ტონი კროოსი მადრიდში ახალ საფეხბურთო კლუბს ქმნის, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს თავად ფეხბურთელის სახელი ერქმევა და ის ბავშვებზე იქნება ორიენტირებული.
როგორც მედია წერს, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კროსი მადრიდის ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბ „ბოადილიას“ წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.
ტონი კროოსმა კარიერა წელს დაასრულა. ლეგენდარულმა გერმანელმა ბოლო მატჩი ევრო 2024-ზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა.
საკლუბო კარიერის განმავლობაში, კროოსმა 754 მატჩი გამართა, 33 ტიტული მოიპოვა, 73 გოლი გაიტანა და 166 ასისტი მიითვალა.