ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ნომინანტებს შორის - საუკეთესოები 7 ოქტომბერს გამოვლინდება

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ერთი ვერსიით უკვე დაასახელეს და ახლა შანსი აქვს კიდევ ერთი აღიარება მოიპოვოს. ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია გამოკითხვას ბოლო კვირების განმავლობაში აწარმოებს და წლის მთავარი პრიზის მიღების სამი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი „შტურმის“ ქართველი ლიდერიცაა. ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის კიტეიშვილის კონკურენტები მისი თანაგუნდელები, სლოვენიელი იონ გორენშ სტანკოვიჩი და ავსტრიელი ალექსანდრ პრაასი იქნებიან, რომელიც გასულ ზაფხულს გრაცის გუნდიდან „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

„შტურმის“ წარმომადგენელთა დომინაცია მხოლოდ მოთამაშეთა თვალსაზრისით არ ამოიწურება და გრაცელების დამრიგებელი კრისტიან ილცერი წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე არის წარდგენილი. მისი კონკურენტები კი გენროტ მესნერი (გრაცერი) და პეტერ პასკულტი (აუსტრია კლაგენფურტი) იქნებიან.

ცნობისათვის, ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში „ზალცბურგის“ 10-წლიანი ჰეგემონიის დასრულებაში დაეხმარა და მისმა გუნდმა პირველობის ოქროს მედლები 25-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კიტეს გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ“ - ილცერი ბუნდესლიგის სტარტის წინ
„კიტეს გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ“ - ილცერი ბუნდესლიგის სტარტის წინ