ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, ოლივიე დალ\\\'ოლიო
Aa
Aa

„ნაკრებში ორივეჯერ კარგად შევიდა ცვლილებაზე“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე

„ლილთან“ მატჩის წინ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ’ოლიომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ეხებოდა, რა დროსაც დალ’ოლიომ საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა „სენტ-ეტიენის“ თავკაცმა:

„ლილი“ ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია. რა თქმა უნდა, გავაანალიზეთ მათი თამაში და კიდევ ვისაუბრებთ ამის შესახებ ფეხბურთელებთან, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

„ივან მასონს მუხლი აწუხებს, თომა მონკონდუის - მყესი. იბრაიმა ვაჯის კუნთი სტკივა. რაც შეეხება კარგ სიახლეებს, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან კარგ კონდიციებში დაბრუნდა. მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებში ორჯერ კარგად შევიდა ცვლილებაზე, რაც ძალიან კარგია“.

ჩეხეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ მატჩებში ვილი სანიოლმა ზურიკო მოედანზე 75-ე წუთზე შეიყვანა. 

ლიგა 1-ის სამი ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდი 0 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება. მეოთხე ტურში „სენტ-ეტიენი“ მეექვსეადგილოსან „ლილს“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაგდებული სეზონის შემდეგ - დიდი იმედები მიქაუტაძეზე
ჩაგდებული სეზონის შემდეგ - დიდი იმედები მიქაუტაძეზე