ხვიჩა კვარაცხელია, ზვონიმირ ბობანი
Aa
Aa

ბობანი: „კვარას მეორე ფორვარდად თამაში არ შეუძლია“

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონასთან“ (0:3) გამანადგურებელი სხვაობით მარცხის შემდეგ, ბევრმა ჩათვალა, რომ მისი წინამორბედების მსგავსად, პარტენოპეის ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ნეაპოლური კარიერაც წარუმატებლად დასრულდებოდა. თუმცა, კონტემ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა, რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.

23 წლის ქართველმა ლეგიონერმა „ბოლონიასთან“ (3:0) და „პარმასთან“ (2:1) საშინაო მატჩების მოგებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. იგივე აზრზეა ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი ზვონიმირ ბობანი, რომელმაც „ნაპოლის“ წარმატებულ ასპარეზობაში კონტესთან ერთად, მისი შეტევის ხაზი გამოარჩია.

რა თქვა ბობანმა

„ვერონასთან“ შეხვედრის შემდეგ „ნაპოლის“ გარდასახვა მთლიანად ანტონიო კონტეს და მისი ტაქტიკური სქემის დამსახურებაა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - ის არის სპეციალისტი, რომელიც დაშვებულ შეცდომებს ხვდება, აღიარებს და მის გამოსწორებაზე მაქსიმალურად ზრუნავს.

კვარას და პოლიტანოს ვინგერების პოზიციაზე დაბრუნება და 3-ფორვარდიან ტაქტიკაზე გადასვლა აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ქართველს მეორე თავდამსხმელის ადგილზე თამაში არ შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ასევე განაგრძობს ასპარეზობას, რადგან ასეთ შემთხვევაში „ინტერს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

კვარაცხელიას ალბანეთის ნაკრებთან მატჩისას მიღებული ტრავმა საბედნიეროდ სერიოზული არ აღმოჩნდა და ის „კალიარი“ – „ნაპოლის“ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოკვლევები ჩაიტარა - ხვიჩას ტრავმა არ აქვს
გამოკვლევები ჩაიტარა - ხვიჩას ტრავმა არ აქვს