მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ორთაბრძოლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. „მანქანას“ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა „შუგას“ პოსტზე კიდევ ერთხელ კითხეს, როდესაც ომალიმ იკითხა: „ყველა ქართველი ტანდაბალია?“.

ქართველი მებრძოლის თქმით, ის ამ პოსტმა ძალიან გააბრაზა, რადგან ომალიმ მისი ქვეყანა პატივისცემის გარეშე მოიხსენია.

რა თქვა დვალიშვილმა:

„ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია. ჩემი ქვეყანა გულში მაქვს და სწორედ ამიტომ დავიწყე ბრძოლა, რადგან მინდა ჩემი ქვეყანა წარმოვადგინო. როდესაც ვიღაც, არა აქვს მნიშვნელობა ვინ, პატივს არ სცემს შენს ოჯახსა და შენს ქვეყანას, უნდა გაბრაზდე, თუ კაცი ხარ. მინდოდა მაშინ მისთვის სილა გამეწნა, მაგრამ ახლა მე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა მაქვს - ვცემო ომალი და ქამარი წავართვა“.

„შემიძლია ბრძოლის მერე ვილაპარაკო, შეიძლება ვაპატიო ან შეიძლება უბრალოდ ვისაუბროთ. მე უბრალოდ მინდა გავიმარჯვო და ვანახო, რომ ის თავმდაბალი უნდა იყოს და ყველას პატივი სცეს“.

„ბოლოს რამდენჯერაც საქართველოში ჩავედი, არაჩვეულებრივი გამოცდილება მქონდა. აეროპორტი ყოველთვის სავსეა. ხალხი მელოდება და სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ. როდესაც ბრძოლა მაქვს, ჩემს ქვეყანაში ყველას ღვიძავს და მიყურებს“.

„ყველა ქართველი მიცნობს და მხარს მიჭერს. ვერც კი წარმოვიდგენ, როგორი ბედნიერი იქნება ჩემი ქვეყანა, თუ ქამარს მოვიგებ და ეს იქნება მეორე ქამარი ჩემი ქვეყნისთვის. როცა ქამარს მოვიგებ, რა თქმა უნდა, წავალ საქართველოში და ვიზეიმებ ჩემს ხალხთან ერთად - ეს სიგიჟე იქნება. ასევე, მე მინდა რამდენიმე ქვეყანაში ჩავიტანო ქამარი და ვაჩვენო: შემხედეთ, მე დაბალი და უბრალო ბიჭი ვარ - მე მერაბი ვარ საქართველოდან, მაგრამ მე ბევრს ვშრომობ და ეს ქამარი დიდი შრომით მოვიპოვე. თუ ბევრს იშრომებ და შენი ოცნებისკენ ივლი, ყველაფერს მიაღწევ, რასაც კი მოინდომებ“.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე