არსენალი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

დერბიმდე რამდენიმე დღით ადრე - არტეტამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, თანაქალაქელ „ტოტენჰემთან“ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, „არსენალის“ ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. წლევანდელი სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან 2027 წლამდე გახანგრძლივდა, რამაც წესით და რიგით, ბასკი სპეციალისტის აბარგების თაობაზე სხვადასხვა ინფორმაციების გავრცელება უნდა დაასრულოს.

ხელშეკრულების ხანგრძლივობისგან განსხვავებით, ესპანელი მწვრთნელის ანაზღაურებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა, რაც კლუბის შიდა პოლიტიკით არის განპირობებული.

არტეტა „კანონირებს“ 2019 წლის 22 დეკემბრიდან ავარჯიშებს და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გამართული 235 მატჩიდან გუნდმა 139 მოიგო, 39 ფრედ დაასრულა და 57 წააგო, 2020 წელს მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერ თასი, ხოლო 2023 წელს კომუნითი შილდსის გამარჯვებული გახდა. პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი 2021 წლის სექტემბერში, 2022 წლის აგვისტოში, ნოემბერსა და დეკემბერში, 2023 წლის იანვარსა და მარტში და 2024 წლის თებერვალში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონაში მივდივარ? არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ასეთი ამბები“ - არტეტა ჟურნალისტებს გაუბრაზდა
„ბარსელონაში მივდივარ? არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ასეთი ამბები“ - არტეტა ჟურნალისტებს გაუბრაზდა