ილია თოფურია, სანტიაგო ბერნაბეუ
Aa
Aa

ილია თოფურია: 2025 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ვიჩხუბებ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ 2025 წელს მადრიდის „რეალის“ სტადიონზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იჩხუბებს.

„2025 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ვიჩხუბებ. ეს უკვე ფაქტია“, - განაცხადა თოფურიამ El Chiringuito-სთან საუბარში.

ცნობილია, რომ 27 წლის თოფურია მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია. თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მოგებული საჩემპიონო ქამარი თოფურიამ სწორედ „ბერნაბეუზე“ წარადგინა.

რამდენიმე თვის წინ თოფურია აცხადებდა, რომ „ბერნაბეუზე“ ჩხუბი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ სურდა და ამის შესახებ ესაუბრა როგორც UFC-ის პრეზიდენტ დენა უაითს, ასევე „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტიტულის დაცვას „მატადორი“ 27 ოქტომბერს, აბუ-დაბიში UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეისთან შეეცდება. თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ქართველს MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ჰოლოუეიზე: მე მას ყველაფერში ვჯობნი
თოფურია ჰოლოუეიზე: მე მას ყველაფერში ვჯობნი