მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თუ უმარი ჩემი მომდევნო მეტოქე იქნება...“ - დვალიშვილი ნურმაგომედოვზე

სულ მალე UFC-ის სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდება.

მნიშვნელოვან ორთაბრძოლამდე, ქართველ მებრძოლს უმარ ნურმაგომედოვზე კითხეს, რომელიც მისი მომავალი შესაძლო ოპონენტი გახდეს.

„მანქანა“ ფიქრობს, რომ თუ მათ შორის ორთაბრძოლა გაიმართება, რუს მეტოქეს მარტივად დაამარცხებს.

„პირველ რიგში, მე ძლიერი მოწინააღმდეგე მყავს - შონი და მასზე ვარ ფოკუსირებული. ღვთის წყალობით, ჩემი გამარჯვების შემდეგ, მე ნებისმიერთან ვიჩხუბებ, ვისაც UFC-ი მეტყვის. მე არასდროს ვირჩევ ჩემს მომდევნო მეტოქეს. თუ უმარი იქნება ჩემი მომდევნო მეტოქე, მშვენიერი. მე და ჩემი გუნდი ვიმუშავებთ, ვივარჯიშებთ და ეს ჩემთვის მარტივი იქნება. ეს ბროლა ჩემთვის პრობლემა არაა. მე დომინანტი ვიქნები“, - თქვა დვალიშვილმა.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმარი საჩემპიონო ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს. დვალიშვილის თქმით, მას და შონ ომალის შორის გამარჯვებული არა ნურმაგომედოვს, არამედ დეივისონ ფიგერედოს უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე