ლევანტე, ხეტაფე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილით ლა ლიგის გუნდი დაინტერესდა

ესპანური გამოცემა Fichajes-ის ცნობით, „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ლა ლიგის გუნდი დაინტერესდა - საუბარია „ხეტაფეზე“, რომელსაც მამარდას ყოფილი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი წვრთნის.

ესპანური გამოცემა წერს, რომ ქოჩორა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა და „ლევანტეში“ საკვანძო როლს ასრულებს.

„ქოჩორაშვილი უნივერსალია, მას ნახევარდაცვაში განსხვავებული როლების შესრულება შეუძლია, ანაწილებს პასებს და კარგად ხედავს მოედანს. გარდა ამისა, ქოჩორაშვილი დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებს, ხოლო ტაქტიკური აზროვნების დონემ მას გაუნაღდა ძირითადის ადგილი არა მხოლოდ კლუბში, არამედ საქართველოს ნაკრებშიც.

„ლევანტეს“ ქართველ ნახევარმცველს დიდი ევროპული კლუბებიც აკვირდებიან, თუმცა „ხეტაფეს“ ინტერესი ამ დროისთვის ყველაზე უფრო რეალურია. „ლევანტე“ ქოჩორას სანაცვლოდ სულ მცირე 5 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ასეთი კვალიფიციური და პერსპექტიული ფეხბურთელისთვის საკმაოდ ადეკვატური ფასია. თუ კლუბს ფინანსური შეთავაზება დააკმაყოფილებს, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ქოჩორაშვილზე იქნება“.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ორ ტურში ქოჩორაშვილმა ორი გოლი გაიტანა. ალბანეთის კარში მისი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც „ლევანტეს“ ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო UEFA-მ მისი გოლი ტურის საუკეთესოებს შორის შეიყვანა.

ლა ლიგა 2-ში მომდევნო მატჩს „ლევანტე“ 14 სექტემბერს შინ „ელდენსეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება UEFA-სგან | ქოჩორას გასროლა ტურის საუკეთესო გოლებში მოხვდა
აღიარება UEFA-სგან | ქოჩორას გასროლა ტურის საუკეთესო გოლებში მოხვდა