ილიამ ჩემი სახელი ახსენა და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს | დიეგო ლოპესი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, დიეგო ლოპესი თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება.
29 წლის ბრაზილიელი, 14 სექტემბერს, დიეგო ორტეგას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ის ფიქრობს, რომ მიზანთან ახლოს იქნება. მიზანი ტიტულისთვის ბრძოლაა.
როგორც ლოპესი მიიჩნევს, ამაში ის დაეხმარა, რომ ილია თოფურიამ ინტერვიუში მის სახელი ახსენა.
რა თქვა ლოპესმა:
„ძალიან მაგარია, რომ ილიამ მახსენა, რადგან მან რადგან ჩემი სახელი თქვა, ამის მიზეზიც ჰქონდა... ჩემპიონი გამოდის და ახსენებს ბიჭის სახელს, რომელიც რეიტინგში მე-12 ნომერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის საქმის კურსშია და იცის, რას ვაკეთებ“.
„ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, იქ გავიდე, ჩემი საქმე გავაკეთო და გავიმარჯვო. ასე რომ, ჩემი სახელი მაგიდაზეა, რათა ტიტულის მომდევნო პრეტენდენტი ვიყო“.
დიეგო ლოპესმა ბოლო ბრძოლა 30 ივნისს, დენ იგესთან გამართა და მეტოქე დაამარცხა. რაც შეეხება ილია თოფურიას, ის საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
ეს ორთაბრძოლა UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.
ქართველს MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.