ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ჯოჯუამ მერაბს წარმატებები უსურვა | „გულით და სულით იქ ვიქნები“

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ მერაბ დვალიშვილს შონ ომალის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლაში წარმატებები უსურვა.

„სამწუხაროდ, ვიზა არ მაქვს, მაგრამ გულით და სულით იქ [დვალიშვილი-ომალის ჩხუბზე] ვიქნები“, - წერს ჯოჯუა სოციალურ ქსელში.

ლიანა ჯოჯუას ანგარიშზე 14 ორთაბრძოლაა, აქედან 8 გამარჯვება და 6 მარცხი. 2019-2021 წლებში ჯოჯუა UFC-ში ჩხუბობდა, სადაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა. ბოლო ბრძოლა მან 2022 წელს ARES Fighting Championship-ში, დარია ჟელეზნიაკოვას წინააღმდეგ გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შონ ომალის IQ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“ - ტომ ასპინალის პროგნოზი
„შონ ომალის IQ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“ - ტომ ასპინალის პროგნოზი