ტიერი ანრი
Aa
Aa

„არ მესმის, ფეხბურთელები ამდენს როგორ თამაშობენ“ | ანრი საფეხბურთო სეზონის გახანგრძლივებაზე

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი, რომელიც ამჟამად სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს, 2024-25 წლების სეზონში მატჩების გაზრდილ რაოდენობას აკრიტიკებს და ფეხბურთელების გახშირებულ ტრავმებზე მიუთითებს.

რას ამბობს ანრი:

„ჩვენთვის, ტელევიზიებისთვის, ძალიან კარგია, როდესაც მეტი მატჩი იმართება და მეტი გვაქვს სალაპარაკო. თუმცა, მე ასევე მწვრთნელი ვარ და უნდა აღვნიშნო, რომ მატჩების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. როგორც ყოფილ ფეხბურთელს, მე არ მესმის, ისინი ამდენს როგორ თამაშობენ. როგორც კომენტატორს, ეს ძალიან მომწონს, მაგრამ როგორც ექსფეხბურთელსა და მწვრთნელს - ძალიან ბევრი მატჩია.

მაგალითად, ბელინგემი უკვე ტრავმირებულია. ძალიან რთულია სეზონის ჩატარება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე თამაში, კლუბში დაბრუნება და ისევ ნაკრებში ჩასვლა. თამაშების რაოდენობა გაიზარდა, სეზონის ბოლოს კი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მინდა ვუყურო მილანი-ლივერპულის მატჩს, სიტი-ინტერის მატჩს, მინდა მოედანზე ვხედავდე საუკეთესო ფეხბურთელებს, რომლებიც საკუთარ საუკეთესო თვისებებს აჩვენებენ. თუმცა, მწვრთნელი რომ ვიყო, არ ვიცი, მომეწონებოდა თუ არა ასეთი კალენდარი“.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე სეზონი წლების 2024-25 იქნება ისტორიაში ყველაზე მხრივ დატვირთვის მომთხოვნი და გრძელი ფიზიკური. ჩემპიონთა ლიგაზე წელს 32-ს ნაცვლად 36 გუნდი ითამაშებს. ანალოგიური ცვლილება შეეხო ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგასაც.

გარდა ამისა, ეროვნული ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, 2025 წლის ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 7-ის ნაცვლად 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ“ - დე ბრუინმა ფიფა და უეფა გააკრიტიკა
„ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ“ - დე ბრუინმა ფიფა და უეფა გააკრიტიკა