ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თუ პირველ რაუნდს გაუძლებს“ - თოფურია ჰოლოუეიზე

ილია თოფურიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა მაქს ჰოლოუეისთან დაგეგმილ ორთაბრძოლაზე, რომელსაც ბევრი წლის ჩხუბს უწოდებს.

როგორც „ელ მატადორი“ ამბობს, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ეს ძალიან სწრაფი ბრძოლა იქნება.

„თუ ის პირველ რაუნდს გაუძლებს, მე ძალიან გაკვირვებული ვიქნები და ჩემი მხრიდან პატივისცემას დაიმსახურებს, რადგან თქვენ იხილავს ჩემს ისეთ ვერსიას, რომელიც აქამდე არ გინახავთ“, - თქვა თოფურიამ.

ქართველმა მებრძოლმა მის შესახებ გადაღებულ ფილმზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მაყურებელი ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რისი მოყოლაც ინტერვიუში არ შეიძლება.

„თქვენ ნახავთ, როგორ მეხმარება ჩემი გონება რთულ მომენტებში და მჯერა, ეს დაეხმარება და შთააგონებს ბევრ ადამიანს, რომ ცხოვრებას თვალებში შეხედოს...

მე ვაპირებ იგივე გზით ვიარო, რომლითაც აქამდე ვიარე, რათა გავაუმჯობესო ჩემი თავი ყოველ დღე. არ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მესამე პირის აზრით ვიხელმძღვანელო, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ჩემი აზრია“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

ქართველს MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე
„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე